ფიჯიზე ძლიერი ციკლონის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 22.02.2016
ნანახია: 1745

ფიჯიზე ძლიერი ციკლონის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.

სტიქიამ, რომელიც ქვეყანას 20 თებერვალს დაატყდა, სოფლები მთლიანად გაანადგურა.

ამ დროისათვის განახლებულია ავიამიმოსვლა. რის შედეგადაც ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა გახდა შესაძალებელი. უცხოელმა ტურისტებმა ფიჯის კუნძულები დატოვეს.

ქარიშხალ ”უინსტონს” ერთვოდა თავსხმა წვიმა, ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 320 კმ/სთ-ს შეადგენდა, ტალღების სიმაღლე კი 12 მეტრს აღწევდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე