21 აპრილამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

საქართველო, თბილისი - 20:51 | 18.04.2022
ნანახია: 415

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს.  

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე