უკრაინაში რუსეთის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდის მეთაური მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:37 | 18.04.2022
ნანახია: 504

რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდის "ცეზარ კუნიკოვის" მეთაური, მე-3 რანგის კაპიტანი ალექსანდრ ჩირვა უკრაინაში გაჩაღებულ ომში მოკლეს. იუწყება ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი.

"ალექსანდრე ჩირვა გარდაიცვალა უკრაინაში ნეო-ნაცისტებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით", - წერს რაზვოჟაევი.

მისივე ინფორმაციით, ჩირვა სევასტოპოლში უკვე დაკრძალეს.

შეგახსენებთ, 24 მარტს ბერდიანსკის პორტში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაზიანდა დიდი სადესანტო ხომალდები „ცეზარ კუნიკოვი“ და "ნოვოჩერკასკი".

იმ დროს ოფიციალური ცნობები სადესანტო ხომალდები პერსონალის დანაკარგის შესახებ არ გავრცელებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე