ბუჩაში ოკუპანტებმა ქალაქში დარჩენილი ყოველი მეხუთე მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 17:16 | 18.04.2022
ნანახია: 395

ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში დარჩენილი ყოველი მეხუთე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ბუჩის მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა.

 „მოკლულია ყოველი მუხუთე მათ შორის ვინც ქალაქში ოკუპაციის პირობებში დარჩა. მე პირადად, ისევე როგორც ათასობით ჩემი თანამოქალაქე, ვგრძნობ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც აწამებდა და კლავდა მშვიოდობიან ბუჩელებს“, - განაცხადა მან.

ბუჩასა და ვორზელში დაფიქსირებულია  განსაკუთრებული სისასტკით ჩადენილი დანაშაული სამოქალაქო პირების მიმართ.

 „განსაკუთრებით მძიმე დაბაშაულებია ჩადენილი - გაუპატირება და ბავშვების მკვლელობები. ეს დანაშაულები იყო როგორც ბუჩაში, ისე ვორზელში. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ეს უნდა ვთქვათ რუსულ ენაზეც. გაიგონ რუსმა დედებმა, თუ რას აკეთებდნენ მათი შვილები ბუჩაში“, - გაანცხადა ფედორუკმა.

 

 

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე