ლვოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა - საოლქო ადმინისტრაცია

საქართველო, თბილისი - 11:57 | 18.04.2022
ნანახია: 400

რუსეთის ძლების მიერ ლვოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი Telegram-ზე ავრცელებს.

კოზიცკის ინფორმაციით, ქალაქის წინააღმდეგ ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრქუტურას მოხვდა, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს. შედეგად გაჩნდა ხანძარი, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციები გრძელდება. მისივე ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 8 მოქალაქე მათ შორის ერთი ბავშვია.  

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია 5 სარაკეტო დარტყმის შესახებ. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით,  აფეთქებები გაისმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე