სირიაში მომხდარ აფეთქებებს 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 22.02.2016
ნანახია: 1685

დაზუსტებული მონაცემებით, სირიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 140-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სხვადასხვა ინფორმაციით, სავარაუდოდ ასობით პირია დაჭრილი.

ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ოთხი აფეთქება მოხდა დამასკოს სამხრეთით, საიდ ზეინაბის რაიონში. ამ აფეთქებებს 83 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე ლონდონში ბაზირებული სირიის უფლებამცველთა ობსერვატორია იტყობინებოდა, რომ 57 ადამიანი დაიღუპა ჰომსში ორი მანქანის აფეთქების შედეგად.

ორივე თვდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. მონიტორინგის ჯგუფების მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე