უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი ​სამხედრო პატივით დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 16.04.2022
ნანახია: 387

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით მენაბდიშვილი ​სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა.

დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას, ოჯახის წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წევრებმა.

დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.

ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე