უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 16:21 | 16.04.2022
ნანახია: 477

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაშავდა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მხრიდან თავდასხმა რუბეჟნოეში, გაწმენდითი სამუშაოების დროს მოხდა.

"ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია, რუბეჟნოიში გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო, მაგრამ... დიდება გმირებს", - წერს ვანო ნადირაძე.

დღემდე, 24 თებერვლის შემდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას, 7 ქართველი მერბძოლი ემსვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე