ოკუპანტებმა ოლექსანდრიის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

საქართველო, თბილისი - 13:43 | 16.04.2022
ნანახია: 511

რუსმა ოკუპანტებმა კიროვოგრადის ოლქში, ქალაქ ოლექსანდრიის აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე კიროვოგრადის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი რაიკოვიჩი ავრცელებს.

„გვიან ღამით, მტრის რაკეტებმა ქალაქ ოლექსანდრიამდე მიაღწიეს, რომელიც მოხვდა აეროდრომის ინფრასტრუქტურას. არიან დაღუპულები და დაშავებულები’, - აღნიშნა რაიკოვიჩმა.

მისი თქმით, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს საავარიო-აღდგენითი სამუშაოები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე