რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 16.04.2022
ნანახია: 474

16 აპრილს, დილით, რუსმა ოკუპანტება კიევი დაბომბეს. დატყმის ქვეშ მოექცა უკრაინის დედაქალაქის დარნიცკის რაიონი.

ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-არხზე იუწყება.

„მეგობრებო! დილით, კიევი დაბომბეს. აფეთქებები მოხდა ქალაქის გარეუბანში, დარნიცკის რაიონში. ამ დროისათვის ადგილზე მუშაობენ მაშველები და მედიკოსები. ცნობები დაშავებულების შესახებ დგინდება“, - წერს მერი.  

მან კიეველებს მოუწოდა, არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები.

ასევე კლიჩკომ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კიევი დატოვეს, დედაქალაქში დაბრუნებისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებზე დარჩნენ.

სამხედრო ექსპერტები კიევის ცენრტზე სარაკეტო დარტყმების გაძლიერებას პროგნოზირებენ, რადგან პუტინი ამ ფორმით შეეცდება უკრაინული ძალების მიერ სარაკეტო დარტყმების შედეგად განადგურებული კრეისერ „მოსკვასთვის“ შური იძიოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე