გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 09:58 | 22.02.2016 ნანახია: 1576საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტს სერგეი სტანიშევს შეხვდა.
სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, როგორც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სერგეი სტანიშევს ევროპის სოციალისტური პარტიის წევრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.
საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს