რუსეთი ევროკავშირის წარმომადგენლობის 18 თანამშრომელს აძევებს

საქართველო, თბილისი - 20:19 | 15.04.2022
ნანახია: 445

მოსკოვმა, რუსეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის 18 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

15 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარკუს ედერერი დაიბარეს და მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს 5 პარილს ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების თანამშრომლების პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვეროკავშირის წარმომადგენლობის 18 თანამშრომელმა რუსეთი უახლოეს დღეებში უნდა დატოვონ.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად 45 პოლონელი დიპლომატი გამოაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე