კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა

საქართველო, თბილისი - 00:26 | 15.04.2022
ნანახია: 473

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრეისერი „მოსკვა“დაზიანებული კორპუსის გამო, რომელიც ხომალდზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, დანიშნულების პორტში ჩაიძირა.

მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრეისერს უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტები  მოხვდა, თუმცა რუსეთმა არ აღიარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების თანახმად, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია სხვა ხომალდებზე განხორციელდა.

ფლაგმანი „მოსკვა“ შავის ზღვის ფლოტის ყველაზე მძლავრი შეიარაღების ხომალდი იყო.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად „მოსკვა“ სწორედ ის ხომალდია, რომელიც ზმეინის კუნძულის დამცველებმა ცნობილ მისამართაზე -  „ნა ხ...ზე“ გაგზავნეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე