ეს ომი არ არის, ეს გენოციდია - ვოლოდიმირ ზელენსკი
საქართველო, თბილისი - 00:10 | 15.04.2022 ნანახია: 908
ეს ომი არ არის, ეს გენოციდია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მარიუპოლზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არავინ იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი გადარჩა.
„შენობების 95% დანგრეულია! ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც. 500 ათასი მცხოვრები. 500 ათასი ადამიანი! მათგან რამდენია მოკლული - არავინ იცის. არავინ იცის, რამდენი ადამიანი გადარჩა. არავინ იცის.
ორი ჟურნალისტი იყო იქ Associated Press-დან. მე მათ ვესაუბრე, ისინი, ისინი... ეს შოკიც არ არის. ეს სხვა გრძნობაა, სხვა პლანეტიდან. ისინი - პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, მაგრამ მსგავსი არაფერი უნახავთ, მათ არ ესმით, რომ ეს შესაძლებელია.
და არავინ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა. მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა გავიგებთ. თქვენ იცით, რომ მათ მიიტანეს გადასატანი კრემატორიუმები. თქენ იცით, ეს რა არის?
დიახ, ეს ასეა. მათ მიიტანეს ეს კრემატორიუმები. ამას ძალიან ბევრი მოწმე ჰყავს. ისინი უბრალოდ წვავენ ადამიანების ცხედრებს, რათა მინიმალური მტკიცებულებები იყოს. მაგრამ ყველგან ერთნაირია{სიტუაცია}, თქვენ ხედავთ - ბუჩაში, ბოროდიანკაში, დმიტროვკაში - ყველაფერს ვერ დამალავენ, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მტკიცებულებები იქნება.
იგივე ხდება მარიუპოლშიც, ჩვნ უკვე გამოვიყვანეთ ათობით, ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ გვესმის, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი, იმიტომ რომ მაგალითად, დონეცის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ მისი აზრით, მისი სტატისტიკით, შესაძლოა, 20 ათასი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უცნობია იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებისკენ, შემდეგ კი რუსეთის მიმართულებით წაიყვანეს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საუბარია ათობით ათას ადამიანზე. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ შორის ადამიანები გაქრნენ. ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუცვალეს დოკუმენტები, ზოგიერთს მისცეს რუსული პასპორტები. ისინი მიჰყავთ რუსეთის სიღრმეში, ზოგი ბანაკში ხვდება, ზოგი სხვა ადგილებში.
რა დაემართა ამ ხალხს - არავინ იცის, არავინ. არც წითელმა ჯვარმა, არავინ გვაწვდის ინფორმაციას.
მე მესმის ამ ადამიანების... ტერიტორიები იყო ოკუპირებული და დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ საკვები, წყალი, არაფერი. და მათ უთხრეს: აიღეთ რუსული პასპორტები და თქვენ მიიღებთ საკვებს. მესმის მათი, თუ რატომ გააკეთეს ეს. იქ იყვნენ დედები შვილებთან ერთად. და ეს არაჰუმანურია. და ასეთი მაგალითები ბევრია. და ეს მათ განზრახ გააკეთეს. ეს მათი პოლიტიკაა.
ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ომი არ არის, ეს გენოციდია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















