კრეისერი „მოსკვა“ უკრაინაში ორთვიანი ომის განმავლობაში რუსეთისთვის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი გახდა - Forbes-ის რეიტინგი

საქართველო, თბილისი - 23:09 | 14.04.2022
ნანახია: 645

რუსული კრეისერი „მოსკვა“, რომელსაც უკრაინის მხარის განცხადებით, „ნეპტუნის“ რაკეტები მოხვდა, რუსეთისთვის უკრაინაში ორთვიანი ომის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი გახდა. 

საფლაგმანო ხომალდის სერიოზული დაზიანების შედეგად რუსეთმა 750 მლნ დოლარის ზარალი მიიღო.

Forbes-მა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსული ტექნიკის ძვირადღირებული დანაკარგის რეიტინგი შეადგინა, რომელიც საერთო ჯამში 1,09 მლრდ დოლარს შეადგენს.

კრეისერი „მოსკვა“ – 750 მლნ დოლარი

სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 – 86 მლნ დოლარი;

დიდი სადესანტო ხომალდი - 75 მლნ დოლარი;

10 მოიერიშე სუ -30მ - 50 მლნ დოლარი;

20 მოიერიშე-ბომბდამშენი - 40 მლნ დოლარი;

3 მოიერიშე სუ-35  – 32 მლნ დოლარი;

რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავი ილ -22  – 30 მლნ დოლარი;

10 სამეთაურო საბრძოლო ვერტმფრენი კა 52– 16 მლნ დოლარი;

შეტევითი ვერტმფრენი კა-50 – 16 მლნ დოლარი;

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირ - С1" – 14 მლნ დოლარი;

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე