„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს ლოგიკურია - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 15:24 | 14.04.2022 ნანახია: 624
„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო უკრაინაში საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა.
„იდეალურად ლაგდება ყველაფერი. სხვათა შორის, გუშინ იყო მათი მხრიდან საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა, ამ ფორმით ვიზიტის განხორციელების ჩაშლის მცდელობა. იცით, რაც იყო გუშინ ჩვენი შეთავაზება – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის შემდეგ გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი და პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია. რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც ერთი – მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, ამავე დროს, ასევე ძალიან კარგია ის, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი არ იქნება ამ ვიზიტში. ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის „ომის პარტია“, არ უნდა იყოს „ქართულ ოცნებასთან“, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ არგუმენტი არის, რომ „ქართულ ოცნებას“ სამარცხვინო პოზიცია აქვს უკრაინასთან მიმართებაში“, – კობახიძის განმარტებით, ვიზიტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციით ყველაფრის ლუსტრაცია მოხდა.
ამავე დროს, კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.
„ნაცმოძრაობა“ დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, „ქართულ ოცნებასთან“, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გამოდის რა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ამ ფეიკს ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, მოხდა ყველაფრის ლუსტრაცია, „ომის პარტია“, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა, ეს არის ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგი. პოლიტიკურ ჯგუფში იგულისხმებოდა ფართო გაგებით პოლიტიკური ჯგუფი. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი, იქნება ასევე წარმოდგენილი დელეგაციაში. ნუ, „ნაცმოძრაობის“ გარდა, რაც გასაგებია.
ეს არის ერთი – პოპულიზმი და ამასთან ერთად მათი საკვანძო ინტერესი. მათი საკვანძო ინტერესი არის ის, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი და ამასთან წინააღმდეგობაშია მათი წამოსვლა დელეგაციასთან ერთად. მათ უნდათ, გააგრძელონ ის რიტორიკა და ქმედებები, რომლის მიზანია საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში აღარ შედიოდა ამ ვიზიტის ფარგლებში უკრაინაში წასვლა. შესაბამისად, ერთი – ეს არის პოპულიზმი და მეორე – მათი ინტერესი, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინაში ვიზიტის მთავარი გზავნილი და მიზანია სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს მიმართ.
„ეს არის ჩვენი მხრიდან მთვარი გზავნილი. ამასთან ერთად, განხილული იქნება კონკრეტული თემებიც, თუმცა ზედმეტად ვერ დავამძიმებთ ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს. გარკვეული თემები, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, მაგრამ მთავარი მიზანი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















