რუსეთი ადასტურებს, რომ კრეისერი "მოსკვა" სერიოზულად დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 12:28 | 14.04.2022
ნანახია: 403

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ხანძარი გაჩნდა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან კრეისერ "მოსკვაზე".

სააგენტო "ტას"-ი, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

იუწყებიან, რომ კრეისერი "სერიოზულად დაზიანდა", განხორციელდა "ეკიპაჟის სრული ევაკუაცია.

მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კრეისერს ორი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნი" მოხვდა.

13 აპრილის საღამოს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ უკრაინის დამცველები თავს დაესხნენ რუსულ კრეისერს და "სერიოზულად დააზიანეს" რაკეტებით "ნეპტუნი".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე