შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის

საქართველო, თბილისი - 00:23 | 14.04.2022
ნანახია: 639

შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ იწვის. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს. იისი ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა კრეისერს „ნეპტუნის“ ორი რაკეტა ესროლეს.

ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩიც.

როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, ეს სწორედ ის კრეისერია, რომელიც კუნძულ ზმეინისთან, უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა, შემდეგ კი, მათ ცეცხლი გაუხსნა. "ეს ის სამხედრო გემია, რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა “ნა ხუ..ი“-ზე გაუშვეს", - თქვა არესტოვიჩმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე