აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის

საქართველო, თბილისი - 00:04 | 14.04.2022
ნანახია: 445

აშშ უკრაინას დამატებით კიდევ 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის.  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, ჭურვებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე ვერტმფრენებს შეიცავს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იქნება საჭირო.

საერთო ჯამში აშშ-ის მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის მოცულობამ 2.4 დოლარს მიაღწია.