ბაიდენმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს გენოციდი უწოდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 13.04.2022
ნანახია: 519

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს გენოციდი უწოდა. ბაიდენმა სიტყვა გენოციდი ორჯერ გამოიყენა.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, ან საწვავის ავზების შევსების შესაძლებლობა დამოკიდებული არ უნდა იყოს მსოფლიოს მეორე მხარეს გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს", - განაცხადა ბაიდენმა აიოვაში ამერიკელებისადმი მიმართვისას.

ხოლო, როდესაც ჟურნალისტმა დამატებით ამ ფრაზის განმარტება ჰკითხა, ბაიდენმა უპასუხა: "მე ამას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინი ცდილობს გაანადგუროს თავად უკრაინელად ყოფნის იდეა."

ჯო ბაიდენის განცხადებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდუმირ ზელენსკი და მას ჭეშმარიტი ლიდერის ჭეშმარიტი სიტყვები უწოდა, ამასთან, აღნიშნა, რომ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მნიშვნელოვანია ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე