ბუჩაში უკვე აღმოვაჩინეთ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 403 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი - მერი

საქართველო, თბილისი - 21:33 | 12.04.2022
ნანახია: 449

ქალაქ ბუჩის მერი ანატოლი ფედორუკი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ 403 მშვიდობიანი ადამიანია მოკლული, ამასთან არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ ფედორუკმა ბრიფინგზე განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.

მისი თქმით, მოქალაქეები წამებით არიან მოკლულები. მისივე თქმით, 12 აპრილს ქალაქში დაიწყეს ცხედრების ექსჰუმაცია მეორე საერთო საფლავიდან, სადაც 56 ადამიანია დამარხული.

ამის გარდა, არსებობს კიდევ 4 საერთო სამარხი კერძო ტერიტორიებზე.

ფედორუკი იმედოვნებს, რომ ადამიანებს, რომლებიც დაკარგულები არიან, ცოცხლებს იპოვიან.

ამავე დროს, ფედორუკის თქმით, ცხედრები, შესაძლოა, დამარხული იყოს ტყის ზონებში, ტყეებში, ოკუპანტების დისლოკაციის ადგილებში, სადაც მათ ქალაქის მცხოვრებლები მიჰყავდათ. მისივე თქმით, ბუჩაში ოკუპანტებმა გაანადგურეს 22  მაღალსართულიანი სახლი (ორი მათგანი აღდგენას აღარ ექვემდებარება) და 24 კერძო სახლი, რომლებიც დემონტაჟს საჭიროებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე