ნიუ იორკის მეტროში სროლა იყო - დაჭრილია სულ მცირე 13 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 20:22 | 12.04.2022
ნანახია: 529

ნიუ იორკის ბრუკლინის რაიონის მეტროსადგურში სროლის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. პოლიცია Twitter-ზე წერს, რომ აქტიური ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ, ამავდროულად სამართლადამცველებმა მოქალაქეებს სადგურის მიმდებარედ გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა ხუთი ადამიანის დაღუპვის შესახებ, თუმცა ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება. პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს.

ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის წარმომადგენლებს კომუნიკაცია აქვთ ნიუ იორკის მერთან ერიკ ადამსთან და პოლიციასთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე