ლუკაშენკამ ბუჩის ხოცვა-ჟლეტას „ინგლისელების სპეცოპერაცია“ უწოდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 12.04.2022
ნანახია: 490

ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსი ოკუპანტების მიერ ბუჩაში მოწყობილ ხოვა-ჟლეტას „ინგლისელების სპეცოპერაცია“ უწოდა. ამის შესახებ მან კოსმოდრომ "ვისტოჩნიზე" განაცხადა, სადაც რუს დიქტატორ პუტინთან ერთად იმყოფებოდა.

„ეს, როგორც ბუჩაში... ამ პოლიტიკაზე ვმსჯელობდით - ყველა ყვირის, სხვა პაკეტის შემოღება იყო საჭირო {სანქციების}, ეს ვიცით. დეტალურად განვიხილეთ მათი ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ინგლისელებმა ჩაატარეს. რუსეთს სპეციალური ოპერაცია რომ დაეგვიანებინა, მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელბდნენ, როგორც ისინი ამბობენ გამანადგურებელ დარტყმას და მეზობელ ოლქებშიც“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

ამასთან, ლუკაშენკა დაეთანხმა პუტინის განცხადებას, რომ უკრაინაში ომი გარადაუვალი იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე