აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები უახლოეს ორ-სამ კვირაში გაძლიერდება - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 10:19 | 12.04.2022
ნანახია: 566

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა „ტვიტერზე“ უკრაინაში ომის მიმდინარეობის ანალიზი გამოაქვეყნა.

უწყების ინფორმაციით, „აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ორი-სამი კვირის განმავლობაში გაძლიერდება.

რუსეთის ძალების შეტევები ამჟამად, კვლავ ფოკუსირებულია უკრაინის პოზიციებზე დონეცკთან და ლუჰანსკთან, ასევე ბრძოლები გრძელდება მიკოლაივისა და ხერსონის რაიონებში, ამასთან, შეინიშნება კრამატორსკის მიმართულებით იერიშის განახლება.

ბელარუსიდან რუსეთის ძალების გასვლა აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჯგუფების მიზნით ისევ გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის დაზვერვა არაფერს ამბობს მარიუპოლში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა გვიან ღამით „ტვიტერზე“დაწერა, რომ აღნიშნული ცნობები სასწრაფოდ მოწმდება.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე