ომის დაწყებიდან მარიუპოლში სულ მცირე 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მერი

საქართველო, თბილისი - 09:57 | 12.04.2022
ნანახია: 364

ალყაში მოქცეული მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მისი თქმით, მარიუპოლში დაახლოებით 120 ათასი მშვიოდბიანი მოქლაქეა დარცენილი, რომლებსაც შწირდებათ საკვები, წყალი და მედიკამენტები.

მისივე თქმით, რუსები ცხედრებს აგროვებენ და სავაჭრო ცენტრში, მაცივრებში ათავსებენ. ბოიჩენკოს ასევე აქვს ინფორმაცია მობილური კრემატორიუმების შესახებ, რომლებიც ქალაქში შენიშნეს.

ამასთან, ბოიჩენკო არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში 20 000-საც აღემატებოდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე