გერმანული კომპანია მზად არის უკრაინას Leopard 1-ის 50-მდე ტანკი და Marder-ის ტიპის 60-მდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცეს

საქართველო, თბილისი - 17:16 | 11.04.2022
ნანახია: 587

გერმანიის იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall მზად არის უკრაინას 50-მდე ტანკი Leopard 1 და Marder-ის ტიპის 60-მდე  ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცეს.

Leopard 1 გერმანიის შეიარაღებული ძალების მთავარი ტანკი იყო, ვიდრე ის უფრო ახალმა მოდელმა Leopard 2-მა არ ჩაანაცვლა.

Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები Leopard-ის ტანკებთან ერთად შეტევით ჯგუფში გამოიყენება.

Rheinmetall-ის განცხადებით,  იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს უკრაინაში შეიარაღების გაგზავნა, აუცილებელია გერმანიის მთავრობსი თანხმობა, რის შემდეგაც კომპანია უკრაინას მძიმე ტექნიკას ექვსი თვის განმავლობაში მიაწვდის.  

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას დამატებით მძიმე შეიარაღება უნდა მიაწოდოს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე