ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 20:53 | 10.04.2022
ნანახია: 610

გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინა 4,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ყველაზე მეტი 2,6 მილიონი უკრაინელი პოლონეთში გადავიდა. უკრაინელთა დიდი რაოდენობა ასევე რუმინეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, რუსეთში, სლოვაკეთსა და ბელარუსში გადავიდნენ.

ამასთან, გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ომის დაწყების დღიდან 7,1 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, რომლებიც ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებად ითვლებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე