უფალი დაგვეხმაროს, ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ხელისუფლების გარშემო - რუსეთის პატრიარქი

საქართველო, თბილისი - 20:10 | 10.04.2022
ნანახია: 545

რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსებს მოწოდა გაერთიანდნენ ხელისუფლების გარშემო ქვეყნის რთულ პერიოდში, რომელსაც ის ახლა გადის.  

„უფალი დაგვეხმაროს, ჩვენი ქვეყნისთვის  ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ხელისუფლების გარშემო,  ჩვენი ხელისუფლება კი - თავისი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით აღნიშნავს, თავმდაბლობითა და მზადყოფნით ემსახუროს მას, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუჯდეს“, - თქვა კირილმა საკვირაო ქადაგებისას.

„ჩვენს ხალხში იყოს ნამდვილი სოლიდარობა და გარე და შიდა მტრების მოგერიების უნარი, ჩვენს ცხოვრებაში კი -  რაც შეიძლება მეტი სიკეთე, სიმართლე და სიყვარული“- აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე