კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ 1 122 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული - ვენედიქტოვა

საქართველო, თბილისი - 17:36 | 10.04.2022
ნანახია: 481

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა დაადასტურეს კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ 1 122 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ფაქტი.

 ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ ტელეარხ Sky News-სან ინტერვიუში განაცხადა.

„10 აპრილის მონაცემებით, ჩვენ ვიპოვეთ 1 222 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, მხოლოდ კიევის ოლქში“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

ამასთან, ვენედიქტოვამ აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ბოროდიანკა, იმის მიუხედავად, რომ ქალაქში სამხედრო ობიექტები და სამხედრო დანაყოფები არ ყოფილა. მისივე თქმით, გენერალური პროკურატურის ოფისმა უკვე აღძრა 5600 სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულების, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე