რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში 19 300-მდე სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 13:49 | 10.04.2022
ნანახია: 406

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საოკუპაციო ძალების დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ბოლო მონაცემებით რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი დაახლოებით 19 300-ს შეადგენს.

ასევე განადგურებულია მტრის შემდეგი ტექნიკა:

ტანკი - 722;

საბრძოლო ჯავშანტექნიკა - 1 911;

საარტილერიო სისტემა -  342;

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 108;

საჰაერო თავდაცვის სისტემა - 55;

თვითმფრინავი -  152;

ვერტმფრენი - 137;

საავტომობილო ტექნიკა - 1 384 ; 

გემი/კატერი - 7;

საწვავმზიდი - 76;

ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 112;

სპეციალური ტექნიკა - 25;

ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები - 4;

გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე