უკრაინაში რუსეთის აგრესიას 177 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 10.04.2022
ნანახია: 461

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსმა ოკუპანტებმა 177 ბავშვი მოკლეს. დაჭრილია 336. ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის (108), კიევის (93), ხარკოვის (76), ჩერნიჰოვის (51), მიკოლაივის (40), ლუჰანსკის (35), ზაპოროჟიეს (22), ხერსონის (29), დედაქალაქში (16), ასევე სუმისა (16), ჟიტომირის (15) ოლქებში.

 პროკურორის ოფისში აღნიშნეს, რომ აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მიმდინარეობს მსხვერპლის რაოდენობის დადგენის სამუშაოები აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში, ასევე დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე