ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანტექნიკასა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს - ჯონსონი

საქართველო, თბილისი - 21:58 | 09.04.2022
ნანახია: 669

კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას თავდაცვისთვის 120 ჯავშანმანქანასა და ახალ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს გადასცემს.

მანამდე, ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი გაზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას კიდევ 100 მლნ ფუნტით  და შეიარაღების ახალ პარტიაში შევა ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე კამიკაძე დრონები.

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ „უკრაინამ ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ,  უკუაგდო რუსეთის არმის კიევიდან და ჩაიდინა 21-ე საუკუნის უდუდესი საბრძოლო გმირობა“. „პრეზიდენტ ზელენსკის დამაჯერებელი ლიდერობისა და უკრაინელი ხალხის შეუდარებელი გმირობისა და სიმამაცის  წყალობით, ახლა პუტინის ამაზრზენი გეგმები ნადგურდება“, - განაცხადა ჯონსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე