უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 18:13 | 09.04.2022
ნანახია: 612

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ 5 მებრძოლი.

"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა", - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოყვანა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე