თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში - დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 15:09 | 09.04.2022
ნანახია: 509

თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში, - – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ის ჩავად უკრაინაში და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოწოდებს ყველამ ერთად ნახოს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ადგილი.

„ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისაც გული ეგლიჯება უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ასეთ ტრაგედიაზე. ამიტომ, ვაპირებ, მივმართო საქართველოს ოპოზიციას, მათ შორის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინასა და საქართველოს ერთმანეთთან დაშორება ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი. თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ბუჩაში შეხვდნენ ჩვენს მეგობრებს და ნახონ, რამდენად მძიმეა და ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია დღეს და თავისუფლებისთვის ბრძოლა. დიახ, მე ვაპირებ მეორედ წავიდე უკრაინაში და ასევე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ყველამ ერთად ვნახოთ, რას ჩადის რუსეთი და როგორი სამხედრო დანაშაულის ადგილი გახდა მთელი უკრაინა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე