სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათგან 6 უკრაინის მოქალაქეა

საქართველო, თბილისი - 11:11 | 09.04.2022
ნანახია: 570

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის შვიდი ქალი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებს დღეს, 9 აპრილს დატოვებენ.

ამასთან, შეწყალებულთაგან ექვსი მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქეა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე