მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია. რუსეთი და პუტინი პასუხს აგებენ - ლიზ ტრასი კრამატორსკზე

საქართველო, თბილისი - 19:37 | 08.04.2022
ნანახია: 413

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინგზის სადგურზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ პუტინი და რუსეთი და პაუხს აგებენ ომის დანაშაულისთვის. ამის შესახებ ლიზ ტრასი Twitter-ზე წერს.

შეძრწუნებული ვარ აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო იერიშით. მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება ომის დანაშაულია. რუსეთისა და პუტინის პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ.

კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე ოკუპანტების განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 50-მდე გაიზარდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე