ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

საქართველო, თბილისი - 18:46 | 08.04.2022
ნანახია: 452

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩავიდნენ, სადაც რუსეთის ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

ჟოზეფ ბორელი, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით გაემგზავრა. მათ თან ახლავთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

„ჩვენ ვიხილეთ პუტინის არმიის ცივი სახე, ჩვენ ვიხილეთ უგუნურება და ცივსისხლიანობა, რომლითაც მათ ოკუპირებული ჰქონდათ ეს ქალაქი. აქ, ბუჩაში ჩვენ ვნახეთ, როგორ მოკლეს ადამიანობა. ბუჩას მოსახლეობასთან ერთად, მთელი მსოფლიო გლოვობს. ისინი არიან ადამიანები, ვინც იცავენ ევროპის საზღვარს, ადამიანობას, დემოკრატიას და შესაბამისად, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე