რუსეთი დაშლისკენ მიდის და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 08.04.2022
ნანახია: 560

რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, სადაც საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე განიხილება.

სააკაშვილის თქმით, ის პრობლემები, რომელიც ახლა რუსეთს ექმნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს იძლევა.

"რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ტერიტორიებიდან. როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად, მშვიდობიანად მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ უნდა გავერიოთ საერთო მარაქაში - ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ვართ ახლა ჩაძირულ გემზე, ჩვენ უნდა გადავხტეთ, გადავიდეთ იმ გემზე, რომელიც შორს წავა და იქნება წარმატებული... მე ვუძლებ მაქსიმალურად ყველაფერს, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს გასაძლები დრო. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - თქვა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე