სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:37 | 08.04.2022
ნანახია: 456

სლოვაკეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე შეტყობინებას სოციალურ ქსელში ავრცელებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.

"მსურს, დავადასტურო, რომ სლოვაკეთა უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300. უკრაინელი ერი გაბედულად იცავს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტის, ისევე როგორც გვიცავს ჩვენ. ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ, განზე არ გავდგეთ და არ ვიყოთ გულგრილნი რუსეთის აგრესიის ქვეშ ადამიანთა დაღუპვის მიმართ", - წერს ჰეგერი.

შეგახსენებთ, ედუარდ ჰეგერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულ ფონ დერ ლაიენსა და ვიცე-პრეზიდენტს ბორელთან ერთად კიევში იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე