კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია

საქართველო, თბილისი - 15:24 | 08.04.2022
ნანახია: 455

დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი არტიომ დეხტიარენკო Facebook-ზე წერს. დაშავდა და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი.

დეხტიარენკოს თქმით უსაფრთხოების სამსახურის მიერ  ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„გამოვავლენთ და დავსჯით დამნაშავეებს“, - აღნიშნა დეხტიარენკომ.

დღეს, 8 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

სარაკეტო დარტყმის დროს ვაგზალზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციას ცდილობდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე