რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხეს

საქართველო, თბილისი - 20:03 | 07.04.2022
ნანახია: 382

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში გამართულ სესიაზე კენჭი უყარა რეზოლუციას რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობიდან გარიცხვის თაობაზე.

ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის გარიცხვას 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, წინააღმდეგ წავიდა 24 ქვეყანა, ხოლო 58-მა თავი შეიკავა.

საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ინიციატივით შეერთებული შტატები გამოვიდა. გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მონაწილეობა - ფარსია".

რუსეთი უკვე მეორე წელია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემადგენლობაშია. საბჭოში წევრობის საერთო ვადა სამ წელს შეადგენს.

გენერალური ასამბლეის (193 წევრი ქვეყანა) ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით შესაძლებელია ქვეყნის გარიცხვა მისი წევრობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემატური და უხეში დარღვევებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე