დნიპროს მერმა ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა

საქართველო, თბილისი - 16:28 | 07.04.2022
ნანახია: 478

დნიპროს მერი ბორის ფილატოვი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს რეკომენდაციას აძლევს ქალაქი დატოვოს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფილატოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ქალაქის მერმა დნიპროდან ევაკუაციის რეკომანდაცია მისცა ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ასევე მათ, ვინც არ არის ჩართული სამრეწველო დაწესებულებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობაში.

მისი თქმით, დონბასში სიტუაცია რთულდება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ევაკუაცია ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებიდან.

მისივე თქმით, ამოქმედებულია საევაკუაციო მატარებელი პოკროვსკიდან. ამასთან, მოსახლეობის ნაწილი, პირადი ტრანსპორტით სარგებლობს. მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ დასავლეთ უკრაინის მიმართულებით გაემგზავრონ, სადაც ვითარება შედარებით უსაფრთხოა. ფილატოვის თქმით, ადგილობრივი ზოოპარკიდან უკვე ევაკუირებულია დათვები, ვეფხვები და ლომები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე