საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 07.04.2022
ნანახია: 371

საქართველოში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 721 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 625  ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 420, „პისიარ“-ტესტით – 2 205.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,43%, ბოლო 14 დღის – 2,32%, ბოლო 7 დღის – 1,9%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 650 708 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 629 987 გამოჯანმრთელდა, 16 765 კი, გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე