CNN: აშშ არ გამორიცხავს, პუტინმა კიევის აღება კიდევ სცადოს

საქართველო, თბილისი - 20:18 | 06.04.2022
ნანახია: 395

აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა პუტინმა, შესაძლოა, კიევის დაპყრობაზე უარი არ თქვას, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ყურადღება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინისკენ გადაიტანა. ამის შესახებ CNN ამერიკელ  და დდსავლელ ოფიციალურ პირებზე დაყდნობით იუწყება.

აღნიშნული ოფიციალური პირები მოელიან, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ძალები შეავსებს მარაგებს და გადაჯგუფდება დონბასზე ახალი მასირებული შეტევის დაწყების მიზნით.

პენტაგონის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, პუტინის გრძელვადიანი მიზნების შესახებ.

აშშ და მისი მოკავშირეები შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ პუტინი შეეცდება კიევის ოლქში მეორედ შეიჭრას, მას შემდეგ რაც დონბასში თავის ამოცანას შეასრულებს.

ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ დარწმუნებულები არ არიან, რომ რუსეთი უკრაინათან კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე