კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან უარყონ აბსურდული განცხადებები - მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 15:27 | 06.04.2022 ნანახია: 488
კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარებს, რომელშიც ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, ფეიკნიუსებისა და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა!
მდინარაძე აღნიშნავს, რომ აშკარაა, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ.
„საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას ,,საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად’’ მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია! ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისთვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი; გაეროში - სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო; პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმართებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე.
ჩვენ ყველგან უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ! ამ ფონზე, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი, ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან! მტკიცებულებები მოთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში.
გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან, საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიციის და უკრაინაში ხელისუფლებში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში უკანასკნელ პერიოდში დანიშნული პირი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის - საქართველოს მიმართ.
სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ.
ასევე გამაოგნებელია, რომ ღია კონფრონტაციაში შემოდიან ქვეყანასთან, რომლის 20% იმავე სახელმწიფოს, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე და მის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
ამავე დროს, არსებობს უამრავი ქვეყანა, რომლის მიმართაც ერთი საყვედურიც კი არ დაცდენიათ იმის მიუხედავთ, რომ ეს ქვეყნები არათუ სანქციებს უერთდებიან, არამედ საქართველოსგან განსხვავებით, არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
უკვე აშკარად ჩანს და ლოგიკურია, რომ უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის, და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული. ამისთვის უკვე მზადდება ნიადაგი და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეგობარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც, როგორც ჩანს, ამ კამპანიის ნაწილია.
ამიტომაც, მივმართავთ ყველას, ვინც ამ კამპანიაში რაიმე ფორმით არის ჩართული, განსაკუთრებით ომის პარტიას და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტეთ ჰიბრიდული ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ნუ ცდილობთ საქართველოს ომში ჩათრევას.
საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის წარმომადგენლები თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები არის გარანტი, რომ ქვეყანა განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. აქვე, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, - თქვა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
- დასახიჩრებულ ადამიანებზე როდესაც საუბრობთ, ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც წარმოადგენთ გახარიას, ამ მატყუარა, მშიშარა კაცის გუნდს?! მისი ბრძანებით, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს - ირაკლი კირცხალია შალვა კერესელიძეს
- გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენს მხარდამჭერებსაც კი ხინჯად აქვთ გულში გაჩხერილი - ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს
საზოგადოება
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
- „თეგეტამ“ BARTA 2025-ის საპატიო ჯილდო მიიღო
სამართალი
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
- ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციელს მანქანით განზრახ დაეჯახა
- პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















