ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 06.04.2022
ნანახია: 475

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

"ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. პატივი მივაგოთ მის ხსოვნას", - განაცხადა ვოლოდინმა დუმის სხდომაზე.

ჟირინოვსკი 2 თებერვლიდან კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

მედიაში არაერთხელ გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ, რომელიც მოგვიანებით არ დასტურდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე