უკრაინაში რუსეთის აგრესიას 167 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 06.04.2022
ნანახია: 412

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის შეიარაღებულ თავდასხმას 167 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 279 კი - დაშავდა.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის (81), კიევისა (78) და ხარკოვის (64) ოლქებში დაშავდა.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 927 სასწავლო დაწესებულება, მათ შორის 85 სრულად არის დანგრეული.

ამასთან, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად ცხელი წერტილების სრულყოფილი დათვალიერება ვერ ხერხდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე