ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა - მძღოლი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 06.04.2022
ნანახია: 374

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რუსეთის საელჩოს კარიბჭეს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

უცნობია, რა განზრახვით მოქმედებდა მძღოლი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ასაჯაროებს. ზოგიერთი მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ავტომობილი საელჩოს შენობას გამიზნულად დაეჯახა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპაში რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოები ომის მოწინააღმდეგეთა "სამიზნედ" იქცნენ. 7 მარტს, ირლანდიაში რუსეთის საელჩოს ჭიშკარს, პროტესტის ნიშნად, სატვირთო მანქანა შეეჯახა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე