ესპანეთმა 25 რუსი დიპლომატი გააძევა

საქართველო, თბილისი - 17:01 | 05.04.2022
ნანახია: 495

ესპანეთი 25 რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუელ ალბარესმა განაცხადა. იუწყება El Espanol.

მინისტრის განმარტებით, უკრაინის ქალაქ ბუჩასა და მარიუპოლში არსებული უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ესპანეთისთვის რუსი დიპლომატებისგან მომდინარე საფრთხეების გამო ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შემაძრწუნებელი კადრები უკიდურესად შემაშფოთებელია, ომის დანაშაულები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, - განაცხადა ალბარესმა. მისი თქმით, დიპლომატებმა ქვეყანა უახლოეს დღეებში უნდა დატოვონ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე