დანიამ დიპლომატებად შენიღბული რუსეთის დაზვერვის 15 თანამშრომელი გააძევა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 05.04.2022
ნანახია: 386

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშრომელი გააძევა, რომლებიც საელჩოში ფარულად მუშაობდნენ.  

უწყების განცხადებით, დაზვერვის თანამშრომლებმა დანია 14 დღეში უნდა დატოვონ.

„ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის უსაფრთხოების სურათი მკვეთრად შეიცვალა. ამ გადაწყვეტილებით მოსკოვს ვუგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ პროტესტს გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრები დანიის მიწაზე ჯაშუშობდნენ. აღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის, რომლის უგულებელყოფაც არ შეგვიძლია“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეპე კოფოდმა.

მისი თქმით, დანია არ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს მოსკოვთან,  ამიტომ რუსეთის ელჩი და საელჩო დეპორტირებული არ იქნება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე